შინაარსზე გადასვლა

ნაშთიანი გაყოფა მარტივად | ფორმულა და საგამოცდო ამოცანები | გაკვეთილი №1

ამ ვიდეოგაკვეთილში მარტივად და ეტაპობრივად განვიხილავთ ნაშთიან გაყოფას — ერთ-ერთ აუცილებელ საფუძველს მათემატიკაში ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებლად. ვიდეოში ისწავლით: ✓ ნაშთიანი გაყოფის მთავარ ფორმულას: a = bq + r ✓ რა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს ნაშთი:…

ამ ვიდეოგაკვეთილში მარტივად და ეტაპობრივად განვიხილავთ ნაშთიან გაყოფას — ერთ-ერთ აუცილებელ საფუძველს მათემატიკაში ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებლად.

ვიდეოში ისწავლით:

✓ ნაშთიანი გაყოფის მთავარ ფორმულას: a = bq + r
✓ რა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს ნაშთი: ნაშთი არაუარყოფითია და გამყოფზე ნაკლებია.
✓ როგორ ვიპოვოთ განაყოფი და ნაშთი
✓ როგორ აღვადგინოთ რიცხვი მოცემული მონაცემებით
✓ როგორ იცვლება ნაშთი რიცხვის მიმატებისა და გამრავლებისას
✓ როგორ ამოვხსნათ საგამოცდო ამოცანები სწრაფი ხერხით
✓ რა შეცდომებს უშვებენ მოსწავლეები ყველაზე ხშირად

ვიდეოში მოცემულია დამოუკიდებელი სავარჯიშოები და საბოლოო მინი-ტესტი.

⏱️ ვიდეოს შინაარსი:

00:00 — საგამოცდო კითხვა
00:25 — ნაშთიანი გაყოფის გაცნობა
00:50 — მაგალითი კანფეტებით
02:20 — შესაძლო ნაშთები
03:20 — დამოუკიდებელი დავალება
04:20 — რიცხვის აღდგენა
05:35 — ნაშთის ცვლილება რიცხვის გაზრდისას
07:05 — ამოხსნის სწრაფი ხერხი
08:05 — დამატებითი მაგალითი
09:20 — ნაშთის პოვნა გამრავლებისას
10:40 — დამოუკიდებელი ცდა
11:50 — უდიდესი ორნიშნა რიცხვის პოვნა
13:10 — სამი გავრცელებული შეცდომა
14:10 — საბოლოო მინი-ტესტი
15:40 — საშინაო დავალება
16:30 — გაკვეთილის შეჯამება

📚 საშინაო დავალება:

თოფურია, გვ. 176 — №1.5 (1–4)
ღვაბერიძე, გვ. 124–125 — №1.76, №1.81, №1.83, №1.87
გოშხეთელიანი, გვ. 23 — №26(1), №28(1)

✍️ კომენტარში დაწერეთ, საბოლოო მინი-ტესტიდან რამდენი პასუხი მიიღეთ სწორად.

გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებები — წინ გელოდებათ მათემატიკისა და ფიზიკის ახალი ვიდეოგაკვეთილები ეროვნული გამოცდისთვის.

პედაგოგი: დავით თომაძე

#მათემატიკა #ნაშთიანიგაყოფა #ეროვნულიგამოცდები

დარეკვა უფასო კონსულტაცია